პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ. საკითხის განხილვა 17:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არის დაგეგმილი.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იქნება.
პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს. მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები