1 ივნისს შს მინისტრის მოადგილემ „112-ის გმირები“ დააჯილდოვა – ფოტოკოლაჟი

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ამიერიდან, ყოველი წლის 1 ივნისს „112-ის გმირის“ წოდებით დაჯილდოვდება ყველა ბავშვი, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში და ახლობელ ადამიანებს დახმარება დროულად გაუწიოს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა 4 მოზარდი „112-ის გმირის“ წოდებით დააჯილდოვა. მან ბავშვებს „112“-ის ცენტრში უმასპინძლა და სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები და სიგელები გადასცა.
“112-ის გმირებმა“ საგანგებო სიტუაციების დროს, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს და ოპერატორებთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლეს: 13 წლის გიორგი კოსტავამ „112“-ში მეგობრის დასახმარებლად დარეკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა; 12 წლის ლიზი ქუმსიაშვილმა, მეგობრის ორსულ დედას რომ არ ენერვიულა, შვილის ავადმყოფობის ამბავი არ შეატყობინა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა; 11 წლის დეა გელაძემ „112“-ში მიზნობრივი ზარი შეუძლოდ მყოფი ბებიის დასახმარებლად განახორციელა; 15 წლის ნინო ადამაშვილმა კი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ბოლნისიდან დარეკა და ოპერატორს თავის სახლთან ხის წაქცევის საშიშროების შესახებ აცნობა.
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ბავშვებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ ოპერატორებს, რომლებიც მათ მძიმე წუთებში დაეხმარნენ.
13344503_816203868481614_4016832234752673725_n 13319710_816203848481616_2960285024867261319_n 13320002_816203841814950_6456422121094912028_n 13327490_816203785148289_152348225137325217_n 13339592_816203771814957_1580381850563560401_n 13331145_816203721814962_7853840487834587730_n 13321826_816203718481629_1974402428568203274_n 13335923_816203725148295_1426793207011982098_n 13339485_816203681814966_6853035188352612017_n 13346838_816203678481633_776986904849197370_n 13339515_816203671814967_4026574181129056789_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები