დღეს ბრიუსელში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელებენ

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე  მეორედ იმსჯელებენ. აღნიშნული საკითხის განხილვა დახურულ შეხვედრაზე მოხდება.
ვიზალიბერალიზაციაზე ევროკავშირის ელჩებმა ერთი კვირის წინაც იმსჯელეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის ელჩები დეტალებს ვერც ამჯერად შეაჯერებენ, შესაძლოა ამ საკითხზე დისკუსია უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე გაიმართოს, რომელიც ბრიუსელში 9 ივნისს გაიმართება.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე იმედოვნებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს მიერ შესრულებულ ვალდებულებებს გაითვალისწინებენ და პროცესი არ გაჭიანურდება.
„ზედმეტი მოლოდინები რომ არ შევქმნათ, მაინც უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები