საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ბრიუსელში ხვალ იმსჯელებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლობის კომიტეტი (COREPER) 1-ელ ივნისს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში 20 მაისს გამართულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი COREPER-ის სხდომაზე იქნება გატანილი.
შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ COREPER-ის სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი თანხმობის მისაღებად იქნება გატანილი, რათა ევროპარლამენტთან შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები