მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესი კიდევ ერთხელ დაფიქსირდება

„ვარშავის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესი კიდევ ერთხელ დაფიქსირდება“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მისასალმებელია ეს რეზოლუცია და განცხადება, რადგან ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის. ვარშავის სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესი კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, გადაიდგმება ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცისუნარიანობის დაცვის კუთხით და ეს იქნება კიდევ ერთი ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები