გიორგი კვირიკაშვილი: თანამშრომლობა „რესპუბლიკელ“ მინისტრებთან დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე

როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა „რესპუბლიკელ“ მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე, ასევე იმაზე, როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტისას განუცხადა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობა „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან მოითხოვს პოსტების დატოვებას.
„როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა „რესპუბლიკელ“ მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე. ასევე იმაზე, როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში. ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მოითხოვს, სავარაუდოდ, მათი მხრიდან მინისტრის პოსტების დატოვებას, თუმცა ეს კონკრეტიკაში, თითოეულ მინისტრთან მიმართებაში გადაწყდება“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თინა ხიდაშელი უნდა გაემგზავროს ვარშავის სამიტზე და მისი დასწრება ძალიან მნიშვნლეოვანია.
„მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ და მისი დასწრება ვარშავის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ, ვნახოთ, ამაზე ვისაუბრებთ და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები