გიორგი კვირიკაშვილი: არცერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე

არცერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე, ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და უკვე წარსულს ჩაბარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტისას განუცხადა და აღნიშნა, რომ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„არცერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე, ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და უკვე წარსულს ჩაბარდა და ეს ძალიან კარგია. მე თუ მკითხავთ, ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მკაცრი რეაგირებები, რაც კი შეიძლება გაგვეკეთებინა. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრის მხირდან მითითება, რომ დააკავეთ, დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა, ასეთი რაღაცები საქართველოში აღარ იქნება, მოლოდინიც ნუ გვექნება. დასასჯელი დაისჯება, მაგრამ ეს იქნება შესაბამისი ინსტიტუტების გადასაწყვეტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები