გია ჟორჟოლიანი: „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას სურს, რომ ქვეყანაში არ დაიწყოს სტაგნაცია, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად „ქართულ ოცნებას“ უნდა დააკისროს.
“ქართული ოცნების“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს, თუ გვსურს, რომ პროგრესის მიმართულებით წავიდეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გასაუმჯობესებელია და „ქართული ოცნება“ გარკვეულად უნდა განვითარდეს კიდეც, თუმცა შენარჩუნდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ ქვეყნის განვითარება გვინდა და არ გვინდა სტაგნაცია, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს. მგონია, რომ ხალხი ამას კარგად გრძნობს და 2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში ის დააკისრებს ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.