საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან

საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კომერციული ატაშეების დანიშვნასთან დაკავშირებით, ინიციატივა უკვე დამუშავებულია და მთავრობას განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან და იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ელჩის კომპეტანეციის ქვეშ.
„საკანონმდებლო ინიციატივის ერთობლივი პროექტი უკვე შემუშავებულია, რომელიც ეხება კომერციულ ატაშეებს. ეს აპრობირებული მეთოდია. კომერციული ატაშეები დაინიშნებიან ეკონომიკის სამინისტროდან და იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ელჩის კომპეტენციის ქვეშ. პროექტის განხილვის შიდა პროცედურები გავლილია და უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე წარვადგენთ. ჩვენ დავნიშნავთ ეკონომიკურ ატაშეებს მხოლოდ იმ მიმართულებით, სადაც ძალიან აქტიურია სავაჭრო ბრუნვა, თუმცა თავად საელჩოები უნდა იყვნენ ჩართულები ეკონომიკაში. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერებისა და ბაზრების მოპოვებისათვის”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები