ეკა ბესელია: სასამართლო პროცესები ღიაა და ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მოხდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლო პროცესები ყველა მოქალაქისთვის ღიაა და ეს სწორედ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
უმრავლესობის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის პროცესი პირდაპირ ეთერში რომ გადაიცემა, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს ხელისუფლებისგან გათავისუფლების მაგალითია.
„ჩვენ გავხსენით სასამართლო პროცესები და ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს მოხდა. სასამართლო დარბაზი ღიაა ყველასათვის და დღეს რომ “რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ამაზე უფრო კარგი მაგალითი მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლიდან გასვლის, ძნელად შემიძლია დავასახელო. მედიის კუთხით, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ყველა საინფორმაციო ბადე იყო აწყობილი ერთი სცენარით. ვინ გაბედავდა, რომ ეჩვენებინა იმ ტიპის გადაცემები, რომელსაც თუნდაც ახლა აკეთებს “რუსთავი 2“. ეს საქმე არის დავა და საკუთრების უფლებაზე დავას ვერ წაართმევ ვერც ერთ მოქალაქეს”, – განაცხადა ბესელიამ “2030”-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები