გია ჟორჟოლიანი – ბიძინა ივანიშვილის წერილი ანალიტიკური და იმედის მომცემი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, გუშინ გამოქვეყნებულ ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც „ქართული ოცნების” 4-წლიან საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე საუბარობდა.
ჟორჟოლიანმა ზემოთ ხსენებულ წერილს პოზიტიური შეფასება მისცა და განაცხადა, რომ წერილი ანალიტიკური იყო და საზოგადოებას იმედს აძლევდა.
„ჩემი ზოგადი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან შინაარსიანი, ანალიტიკური, იმედის მომცემი და პერსპექტივის მაჩვენებელი იყო“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.