გია ჟორჟოლიანი – მთავრობამ კარგად იცის, ვინ როდის და რა უნდა გააკეთოს, არავისი კარნახი არ სჭირდება

საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იცის, ვინ როდის და რა უნდა გააკეთოს და მას არავისი კარნახი არ სჭირდება, – ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „სოციალ-დემოკრატმა“ გია ჟორჟოლიანმა მთავრობაში მყოფი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების შესაძლო გადადგომას.
„რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია დაიწყება და ვინ რა პოზიციას დაიკავებს, მოგვიანებით გაირვევა, კამპანია 8 ივნისს გამოცხადდება და ამის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილებაც. მე სრულად ვენდობი მთავრობის გუნდს, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვფიქრობ, რომ ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება ქვეყნის განვითარებისთვის“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები