პარლამენტში ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა მიმდინარეობს. საკითხის ინიციატორი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეა, კანონპროექტის ავტორის კი „რესპუბლიკური პარტია“.
იურიდიულ, ადამიანის უფლებათა, საპროცედურო საკითხთა და საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც ესწრება. ისინი ე.წ. გერმანული მოდელის მიღებას მხარს უჭერენ. ამ სისტემით იცვლება საპარლამენტო მანდატების განაწილების პრინციპი. ამ ცვლილებას უმრავლესობის დეპუტატების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს, რადგან ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს. აღნიშნული კანონპროექტი გუშინ რამდენიმე ერთობლივ საკომიტეტო მოსმენაზე იქნა განხილული, სადაც ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. ამ საკითხის გარდა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილება უფასო საეთერო დროსთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები