იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის დახმარების საკითხზე გადაწყვეტილებას მივიღებთ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოსთვის დახმარების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც სტოლტენბერგმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო პარტნიორებს ეხმარება თავიანთი ქვეყნების თავთავდაცვის განვითარებაში.
„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ მზადებაზე ვარშავის სამიტისთვის. ეს გადამწყვეტი სამიტი იქნება. ჩვენ გავაძლიერებთ შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას და გავზრდით ძალისხმევას, ჩვენს საზღვრებთან სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შევთანხმდით, რომ გავზრდით ჩვენს ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს იქნება მრავალეროვანი ძალები, რომლებიც როტაციული პრინციპით იმოქმედებენ. ასევე, გავაფართოვებთ ძალისხმევას, ჩვენს საზღვრებს გარეთ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამას მივაღწევთ ჩვენი პარტნიორებისთვის დახმარების გაწევით, მათ შორის უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდავეთისთვის აღმოსავლეთში და ერაყისთვის, იორდანიასა და ტუნისისთვის სამხრეთში. ჩვენ ვეხმარებით მათ ძლიერი თავდაცვითი სტრუქტურების შექმნასა და ბრძოლისუნარიანი ძალების გაწვრთნაში, რათა მათ საკუთარი ქვეყნების დაცვა შეძლონ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები