ნუკრი ქანთარია: ეს არის საკმაოდ გულწრფელი წერილი და ოქროს ასოებითაც რომ იყოს დაწერილი, მაინც იტყვიან, რომ ეს არ არის ასე

„ეს არის საკმაოდ გულწრფელი წერილი და ოქროს ასოებითაც რომ იყოს დაწერილი, მაღალი პოეზიის ნიმუშიც რომ იყოს, მაინც გამოვლენ მოწინააღმდეგე ოპონენტი პარტიები, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და იტყვიან, რომ ეს არ არის ასე“, – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული ღია წერილის შეფასებისას გააკეთა.
დეპუტატმა „პალიტრანიუს“-ის ეთერში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ივანიშვილის წერილი უანგარო სიყვარულით შეპყრობილი ადამიანის წერილია, რაც მის ღირსებაზე მეტყველებს.
„ბუნებრივია, ვინც საარჩევნო პროცესში ჩართვას აპირებს, ის დაიწყებს ამ წერილის გაბაიბურებას.
მე წერილი წავიკითხე ობიექტურად. ეს არის ადამიანის წერილი, რომელმაც მოახერხა და გაჩანაგებული ოპოზიციური ველიდან შექმნა ისეთი ბირთვი, ისეთი კოალიცია, რომელმაც დაამარცხა ფაქტობრივად დაუმარცხებელი ძალა, რომელიც უკვე იყო ჩაბეტონებული საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი არის ის მოქალაქე, რომელმაც ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა გამოვიდეს წერილით ისე, რომ ეს არავისთვის შეუთანხმებია და არც უნდა შეეთანხმებინა.
ეს ის ადამიანია, რომელმაც დამარცხა რეჟიმი, რომელიც იყო ფაქტობრივად სადისტური, რომელიც ისეთი უფსკრულისგან მიგვაქანებდა, რომლისგან ვეღარ ამოვიდოდით. 5 წელიწადი კიდევ ”ნაციონალური მოძრაობა” რომ ყოფილიყო სათავეში, დამერწმუნეთ თქვენი ტელევიზია კია არა, ახლა რომ ახალი ეთერი გაქვთ, რაზე იქნებოდა საუბარი… ”პალიტრას” შემოუვარდნენ აქ და მახსოვს რა ამბავი იყო. დანარჩენები ხომ გაჩანაგებული იყო.
მათ აქვთ ეს წარსული, მათ აქვთ ეს გამოცდილება და ისინი ემზადებიან რევანშისთვის. ოდესიდან კაცი ყიჟინას სცემს, რომ მოვდივართ აუცილებლად და ყველაფერი იქნება, ფულიც, იარაღიც, ოღონდ თქვენ დაიწყეთ არჩევნების შემდეგ და თქვით, რომ არალეგიტიმურია ეს ყველაფერი და მერე მე ჩამოვალ, როცა ეს დამთავრდებაო.
ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საფრთხე ეს არის და მისი ნეიტრალიზება უნდა მოხდეს სწორედ არჩევნებით”, -განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები