ირინა იმერლიშვილი: ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს
„პრეზიდენტი იქნება იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც გაემგზავრება ნატოში“, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმელიშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ირინა იმელიშვილმა აღნიშნა, სხდომაზე ნატოს ვარშავის სამიტზეც იმსჯელეს. ”პრეზიდენტი იქნება იმ დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც გაემგზავრება ნატოში. იქ იქნება მინისტერიალები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე თავდაცვის მინისტრების და, შესაბამისად, ამ საკითხებზე იყო მსჯელობა”, – განაცხადა იმერლიშვილმა. უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 საათს გაგრძელდა. აღნიშნული საკითხის გარდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, შს მინისტრსა და სუს-ს დაევალა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიათან შეხვედრა გამართონ და გაიარონ საკითხები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან უსაფრთხოებას შეეხება. სხდომის მონაწილეებმა ასევე ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის გაზრდის საკითხიც განიხილეს.