შესაძლოა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები გაიმართოს
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომები შესაძლოა, პარასკევსა და შაბათს გაიმართოს. მსჯელობა ამ საკითხზე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. რიგგარეშე ფორმატში მუშაობის აუცილებლობად კი, დაგროვებული კანონპროექტები დასახელდა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, როგორც კანონმდებლები აღნიშნავენ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში მიმართავენ.