ნოდარ ხადური 3%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური ზრდის გარანტიებზე საუბრობს.
„მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იძლევა სრულ გარანტიას, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება“ – განცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში და აღნიშნა, რომ თებერვლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურად მზარდია.
„აპრილში შეინიშნება გამოცოცხლება, თებერვლის შემდეგ ეკონომიკური სიტუაცია მუდმივად სტაბილურად მზარდია და ის მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ წელს ეკონომიკური ზრდა, 3 %-ზე მაღალი იქნება, რაც უკვე დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. მან 3,4 პროცენტამდე გაზარდა წლიური ეკონომიკური ზრდა და რამდენადაც ვიცი, დადებითი მოლოდინები აქვს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს“, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, 4,3 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოში აპრილში იყო, არის რეკორდული.
„3,4%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც აპრილში იყო, არის რეკორდული იმ სიტუაციაში, როდესაც გარშემო ასეთი ეკონომიკური ფონია. საერთაშორისო ფაქტორები სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის დადებითი ჩვენ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან. ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები