თამაზ მეჭიაური – უშიშროების საბჭო ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური უშიშროების საბჭოს იმ სხდომას ეხმაურება, სადაც რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები უნდა განიხილონ.
მეჭიაურის განცხადებით, მას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ რადიკალურად შეძლოს არსებული ვითარების შეცვლა, რადგანაც, ამ კუთხით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი რესურსი მაქსიმალურად გამოეყენებინა.
“ვერ გეტყვით, “უშიშროების საბჭომ” ისეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს, რომ რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია. ასეთ რამეს მე არ ველოდები, მაგრამ აქვს ალბათ პრეზიდენტს აქვს იმის უფლება, რომ მოისმინოს ყველა იმ უწყებიდან ინფორმაცია, რომელიც ამ მოვლენების, თუნდაც ხურჩის გამოძიებაში არიან ჩართულნი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისეთს, რომელიც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას, მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, რადგანაც მთავრობა არ დააკლებდა ცდას იმის ფონზე, რომ მის ხელთ არსებული რესურსის მაქსიმუმი გაეკეთებინა“,- განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები