ნუკრი ქანთარიამ პაატა ბურჭულაძის საქმიანობა კავსაძის “გვეშველება რამეს”? შეადარა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პაატა ბურჭულაძის საქმიანობა შეაფასა.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განუცხადა, პაატა ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის – ”გვეშველება რამე?” შექმნას აპირებს.
”მე ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძეს გამოუჩნდა კონკურენტი კახი კავსაძის სახით, რომელიც პარტიის – ”გვეშველება რამე?” შექმნას აპირებს. ვფიქრობ, გაცილებით მეტი მხარდამჭერი ეყოლება ბატონ კახის.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც პრემიერობა საკმაოდ მარტივი ჰგონია, სჯობდა, თავდაპირველად მას მერის არჩევნებში ეყარა კენჭი და ეჩვენებინა ყველასთვის, რომ მას შეუძლია ქალაქის ან უბნის მართვა. მე მგონია, რომ ეს პროექტი არის არასერიოზული. თუ მას პოლიტიკა უნდოდა, იყო საქართველოში ბევრი მსგავსი სიტუაცია – 2007, 2008 ან თუნდაც 2012 წელს. თუმცა, მე პაატა ბურჭულაძე პროექტი მგონია, რომელსაც გარკვეული ლობისტები ჰყავს ამერიკასა და ოდესაში”, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები