„არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებთან კონკურენტობს“

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ის არ მიეკუთვნება იმ კატეგორიის ადამიანს, რომლებიც ყოფილ თანაგუნდელებთან კონკურენციაში არიან და გადაბირების პოლიტიკას აწარმოებენ. მისი განცხადებით, ამ დრომდე „სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან“ ადგილი ჰქონდა გარკვეულ შემოთავაზებებსაც, თუმცა ის ყოველთვის უარზე იყო.
„არ მივეკუთნები იმ კატეგორიას, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებთან კონკურენტობს, იგივე იმ სხვადასხვა პარტიასთან, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ,(„პატრიოტთა ალიანსი“, მრეწველთა პარტია“ ), მათი მხრიდანაც ყოფილა. მნიშვნელოვან ფიგურებს ვგულისხმობ, რომ ჩვენთან გადმოსულიყვნენ, მაგრამ მე ყველას ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი მათ ლიდერებთან გაერკვიათ, რადგანაც ეს გადაბირების ფორმა არ მიმაჩნია ნორმალურად, რადგანაც, თუნდაც რომ პარლამენტში მე მაქვს თანამშრომლობის სურვილი და რატომ უნდა წამოვიყვანო მისგან, მის გარეშე მნიშვნელოვანი ფიგურები.
ეს შესაძლოა, უფრო ადამიანურად დალაგდეს და ყველამ ერთმანეთში გაარკვიოს ურთიერთობა. მხედველობაში მაქვს ისინი, ვისაც პატივს ვცემ, თუ თავად გადმოვლენ და თუ ექნებათ ამის სურვილი, მე არ მაქვს ვალდებულება, რომ ეს შევათანხმო „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, მაგრამ მე არ ვიაქტიურებ, თუმცა, ვიმეორებ, აქ ნაკლები პასუხისმგებლობა მექნება, ვიდრე იმ პარტიებთან, რომლებმაც უკვე შემომთავაზეს თანამშრომლობა. ამ ეტაპზე უარი ვთქვი, მაგრამ უმადური არ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც, ერთი მხრივ, უარს ეუბნები, მეორე მხრივ კი, მისი თანაგუნდელების გადაბირებას იწყებ“,- განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები