ბიძინა ივანიშვილი: დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ მეზობლებს პატივისცემით არ მოვექცეთ

დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცეთ მეზობლებს და არ გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
როგორც ყოფილი პრემიერის წერილშია აღნიშნული, სტრატეგია გულისხმობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანასთან.
”ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შევძლოთ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან, გავაღრმავებთ კავშირებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან და მეგობრებთან – თურქეთთან, აზერბაჯანთან, სომხეთთან; საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ ირანთან; საქართველო აქტიურად მონაწილეობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე „აბრეშუმის გზის“ პროექტში. რამდენიმე დღის წინ გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც გერმანიის რკინიგზა, საქართველოს გავლით, ჩინეთს დაუკავშირდება. ამით კიდევ უფრო გამოკვეთება ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია, იყოს სატრანსპორტო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის”, – აცხადებს ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები