ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილი ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით

გიორგი კვირიკაშვილი ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით, – ამის შესახებ ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის წერილშია აღნიშნული.
“ჩემი ეს წერილიც და სატელევიზიო გამოსვლებიც, რომლებსაც წინასაარჩევნოდ ვგეგმავ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თანამოქალაქეებს შევთავაზო მოვლენების ჩემეული ანალიზი, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ერუდიციით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით. სწორედ ისეთი ევროპული ყაიდის, გაწონასწორებული და პრინციპული ლიდერია, როგორიც დღეს სჭირდება საქართველოს“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები