თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ნატოსთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მოსახლეობის აზრია გასათვალისწინებელი

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური 2007 წლის პლებისციტის შედეგებს იხსენებს, როდესაც საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა და აცხადებს, რომ მაშინ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გარკვეული ორაზროვნებაც არსებობდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ნატოსგან ვერ ღებულობს ადეკვატურ მხარდაჭერას, ნატოში გაწევრიანების სურვილი აუცილებლად უნდა გადაიხედოს, ასეთ ვითარებაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობის აზრია.
„ჩვენი პოლიტიკოსები ხშირად აპელირებენ 2007 წლის პლებისციტის შედეგებზე, რომლითაც მოსახლეობის უმრავლესობამ ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, თუმცა ავიწყდებათ, რომ იმ არჩევნების შედეგებზე, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო მოსაზრებები ჰქონდა ყველას. აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებდა, რომ ეს გაყალბებული იყო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, შეიძლება არ ყოფილყო გაყალბებული და მაშინ ასეთი იყოს ხალხის ნება, თუ ნატოში შესვლით აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა, ეს იქნებოდა ქვეყნის გადარჩენა და, აქედან გამომდინარე, ამას მეც მხარს ვუჭერდი, მაგრამ დავინახეთ, რომ ამ მხრივ ჩვენი ქმედებები ცალმხრივია.
მაგალითისთვის ავიღოთ სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში დაღუპული ჯარისკაცები, ვალდებულება არ გვაქვს, რომ მაინც და მაინც ჩვენი ჯარისკაცები ჩაენაცვლონ ამერიკელ ან სხვა ჯარისკაცებს და მათ მაგივრად დაღვარონ სისხლი, იგივე 2008 წლის ომის დროს, ჩვენ ვერ მივიღეთ იმის ადეკვატური დახმარება მაინც, რასაც ჩვენ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ვიღებდით“,- განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები