ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სამთვიანი მუშაობის ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე რეგიონულ პროექტებს. პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ რაიონში არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

პრემიერ–მინისტრი საგაზაფხულო ხვნა–თესვის სამუშაოებითაც დაინტერესდა.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები