იან კელი: ის, რაც მოხდა კორცხელში, აბსოლუტურად მიუღებელია

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორს დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და კორცხელში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ძალადობად აფასებს, რაც, მისივე თქმით, დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია.
როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ინციდენტები განსაკუთრებით საარჩევნო წელს, ზიანს აყენებს სამართლიან საარჩევნო გარემოს.
„ის, რაც მოხდა კორცხელში, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს იყო პოლიტიკური ძალადობა, რაც მიუღებელია საერთოდ დემოკრატიული ქვეყნისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. ასეთი ინციდენტები განსაკუთრებით საარჩევნო წელს, სამართლიან საარჩევნო გარემოს ზიანს აყენებს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და საუბარი საქართველოს მთავრობასთან, წავახალისეთ და მოვუწოდეთ მას, რომ ეს ინციდენტი ბოლომდე იყოს გამოძიებული, სწორედ იმისთვის, რომ პოლიტიკურ ზეწოლას და ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩი აუცილებელად მიიჩნევს, რომ შედგეს დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის სწორედ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, რათა პოლიტიკური ქცევის წესები და კოდექსი ჩამოყალიბდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები