თამაზ მეჭიაური – მოსწყინდა ხალხს ფსევდოდამოუკიდებლობა

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი პოლიტიკური პარტია ისეთი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც არ აქვთ „წამოსაძახებელი” და წარსულში ჩადენილი მნიშვნელოვანი შეცდომები, მაშინ, საპარლამენტო არჩევნებში პარტია არამცთუ ბარიერს, არამედ კარგ შედეგებსაც მიაღწევს.
“თუ სწორად დავაკომპლექტებთ გუნდს იმ ხალხით, რომლებსაც არ აქვთ წამოსაძახებელი და არ არიან წარსულით დამძიმებულები, მაშინ ბარიერის პრობლემა არ იქნება,მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სურვილი დამოუკიდებლობისა, როგორც ჩრდილოეთიდან ასევე დასავლეთიდან და ნებისმიერი მიმართულებიდან, მოსახლეობაში უდავოდ არის.
მოსწყინდა ხალხს ფსევდოდამოუკიდებლობა, როდესაც ტერიტორიების 20-25 პროცენტი ოკუპირებულია, დანარჩენ ტერიტორიაზე კი დასავლეთის ნება-სურვილის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. თუ ამ ფონზე სწორად ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობის ამ მოთხოვნას, სწორად ავსახავთ არჩევნების შედეგებზე, შეიძლება გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე ეს ბარიერის გადალახვაა“,- განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები