ერაყში მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები დახოცეს
ერაყის ქალაქ ბაკუბაში ოთხი შეიარაღებული ‘ბოევიკი“ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივართა კლუბში შეიჭრა და 12 ადამიანი მოკლა. თავდასხმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულები 18-დან 30 წლამდე არიან, რვა ადამიანი დაიჭრა. თავდასხმა, სავარაუდოდ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.