თამაზ მეჭიაური საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თბილისში იყრის

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური, საპარლამენტო არჩევნებში არა მთიანეთში, არამედ თბილისში იყრის კენჭს, რადგანაც, მისი განცხადებით, რეგიონში დეპუტატად ყოფნა დიდ დროის მოითხოვს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან თავად განაცხადა. გარდა ამისა, მეჭიაურმა არც ის ფაქტი გამორიცხა, რომ მან შესაძლოა, ითანამშრომლოს როგორც „მრეწველთა პარტიასთან“, ასევე „პატრიოტთა ალიანსთან“ და სანდრო ბრეგაძესთანაც.
„ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან. ეს კონსულტაციები არ დამთავრებულა, მაქსიმუმ 2 კვირაში ეს ყველაფერი მიიღებს საბოლოო სახეს და შემდეგ მას მოსახლეობასაც გავაცნობთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, პირველ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა დაველოდებით მოვლენების განვითარებას და არაფერს გამოვრიცხავთ“.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე, მეჭიაურმა განაცხადა, რომ „პატრიოთა ალიანსთან“, „მრეწველთა პარტიასთან“ და სანდრო ბრეგაძესთან მისი თანამშრომლობა გამორიცხული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები