ეკა ბესელია: ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის

ე. წ. გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამ მოდელს ბევრი კარგი მხარე და ელემენტი აქვს, ქვეყნის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს, პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის, ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ ამ მოდელზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტში საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” პროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები