ავღანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩასული დელეგაცია დაესწრო.
ცერემონია საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის ეროვნული ჰიმნებით დაიწყო. დამსწრე საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ავღანური სამშვიდობო მისიის მიმდინარეობისას დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს ეროვნული დღესასწაული მიულოცეს – ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ, ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და 52-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა გიგა ავალიანმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და მისიაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო ქართველმა სამხედროებმა მადლობის სიგელებიც მიიღეს. 52-ე ბატალიონის მეთაურის გადაწყვეტილებით, ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროებიც დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები