ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაური: საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც მსოფლიო სტრატეგიული რეგიონი

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც მსოფლიო სტრატეგიული რეგიონი, – ამის შესახებ ავღანეთიდან ჩართვისას ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის და აშშ-ის სამხედრო ძალების მეთაურმა ავღანეთში, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა განაცხადა.
ნიკოლსონმა კოალიციური ძალების სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველო იყო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. ის ემსახურებოდა ჩვენს საერთო მიზანს – უზრუნველყოს საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა. ამერიკელები ვამაყობთ ქართველებთან მეგობრობით.
ჩემთვის, როგორც ამერიკელი გენერლისთვის, დიდი პატივია, ვმეთაურობდე ქართველ ჯარისკაცებს. ავღანეთში მისიის დაწყების პირველივე დღიდან ქართველები მისიას ყველაზე უფრო ცხელ წერტილებში ახორციელებენ. ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ, საქართველო კოალიციურ ძალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია”, – განაცხადა ნიკოლსონმა.
მისივე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიას მაღალი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ასრულებდნენ.
”მინდა მადლობა და თანადგომა გამოვხატო 31 ქართველი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების და ახლობლების, ასევე მისიებში დაშავებული სამხედროების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ ქართველებთან მსახურით. ნატოს, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ ინტენსიური პარტნიორობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ნატოს პროგრამებში, განსაკუთრებით ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამაში”, – აღნიშნა ჯონ ნიკოლსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები