დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველმა ძალამ სამეგრელოს ინციდენტის აღკვეთა ვერ შეძლო

“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენები გარკვეული ძალების მიერ იყო პროვოცირებული, ხელისუფლებას განსაკუთრებული ზომები უნდა მიეღო, რომ შესაძლო შეხლა-შემოხლა თავიდან აეცილებინა.
„სამეგრელოში მომხდარი ამბავი შორსაა საღი აზრისგან, აღარ ვლაპარაკობ სინდის-ნამუსზე, რადგან ძალადობის გამართლება იმით, რომ ვიღაცამ პროვოცირება მოაწყო, იმდენად მიუღებელი რამ არის, რომ ასეთი რამის გამართლება არ შეიძლება. სულ არ მაინტერესებს, სამეგრელოში ვინ სცემეს, უბრალოდ, როდესაც მმართველი ძალა ხარ და ძალ-ღონით სავსე ადამიანები ჩაგყავს, სცემ ვინმეს და თან ამბობ, რომ თავდაცვის მიზნით ჩავიყვანეო, ეს გამართლება არ არის.
ხელისუფლება ამბობს, რომ მას მოსალოდნელ პროვოკაციასთან დაკავშირებით გარკვეული ცნობები ჰქონდა – ვიღაცები ურეკავდნენ და ამბობდნენ, რომ ბოკერია და მელია მოდიან პროვოკაციისთვისო. მოვლენების აღკვეთის ნაცვლად და იმის ნაცვლად, რომ პოლიცია დაეყენებინათ, იქ თავიანთი ხალხი ჩაიყვანეს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები