„ვიმედოვნებ, რომ მუდმივი წარმომადგენლობები საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად შეაფასებენ “

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები ევროკავშირის იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭოსთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პოზიტიურ გადაწყვეტილებას მოამზადებენ.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭოს სხდომა ივნისის დასაწყისში გაიმართება. მისი თქმით, აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას.
„კონკრეტულად საქართველოს დონეზე იყო მსჯელობა და არა სხვა ქვეყნებზე, მუდმივი წარმომადგენლობების დონეზე, ისინი ამ განხილვების ფარგლებში ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის, რომელიც შედგება იუსტიციისა და შს მინისტრებისგან.
ამ საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. იმედს ვიტოვებთ, რომ მუდმივი წარმომადგენლობები პოზიტიურად შეაფასებენ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობის მინისტერიალზე, რომელსაც ვესწრებოდი, ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება და იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას. ველოდებით, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციისა და შს მინისტრების საბჭო ივნისში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები