ლავროვის უწყება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეთანხმებას დადებითად აფასებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეთანხმებას, რაც უახლოეს მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გალში შეხვედრის გამართვას ითვალისწინებს.
როგორც რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შორის ქართული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, კარასინი ამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.
„რუსული მხრიდან დადასტურდა ამ შეხვედრის წარმატებით ჩატარების დაინტერესება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.