დავით ზალკალიანმა მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მონაწილეობა მიიღო
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა თურქეთში, სტამბოლში გაერო-ს გენერალური მდივნის ინციატივით გამართულ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მონაწილეობა მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სამიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრები გვინეის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პრეზიდენტის ოფისის სახელმწიფო მინისტრთან ნაბი იუსუფ ქირიდი ბანგოურასთან და ჰონდურასის დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგანგებო მდგომარეობების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ალისანდრო როსალესთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო გაერო-ში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების საკითხებს.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება, საქართველოს მიერ ამ ქვეყნებისთვის რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით.