„საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება თავდაცვა და ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვესაჭიროება“
საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება თავდაცვა და აშკარაა, რომ ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვესაჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების მეათე კონფერენციაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში ჩამოსულია ბევრი უმაღლესი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, იმართება ორმხრივი შეხვედრები ნატოსა და შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
უსუფაშვილის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„ჩვენ გვყავს უმაღლესი დელეგაცია სტუმრად სხვადასხვა ქვეყნიდან და შეხვედრებზე ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლობა, რათა საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო და უფრო დაცული და სანაცვლოდ საქართველოს რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.