გურამ ჩალაგაშვილმა “ნაცმოძრაობა” დატოვა და გიორგი ვაშაძის მოძრაობის წევრი გახდა
„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები კიდევ ერთმა წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი გიორგი ვაშაძის მოძრაობას შეუერთდა. გურამ ჩალაგაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის იმავე მიზეზებზე საუბრობს, რაც გიორგი ვაშაძემ დაასახელა. წინასწარი ინფორმაციით, გურამ ჩალაგაშვილი ჩოხატაურში ახალი პარტიის ოფისს ამზადებს და მოძრაობის ლიდერის დასახვედრად ემზადება.