ბრიტანელი გენერალი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას

თბილისში მყოფი ბრიტანელი გენერლის, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილის, ედრიან ბრედშოუს შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულიად თავსებადია ნატოსთან და ამას ჩატარებული წვრთნებიც ადასტურებს.
„ჩემი მოსაზრებით, ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სრული შესაძლებლობა აქვთ იმოქმედონ ნატოს ძალებთან“, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა. ედრიან ბრედშოუს თქმით, ნატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, სოლიდარობის მკაფიო გზავნილს უგზავნის.
„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ქვეყნის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები