ვანო კიღურაძე: მეცნიერებათა აკადემია აშორდიას კანტორა არ არის

საპატიო აკადემიკოსის ყალბი დიპლომის გაცემის შეთხვევაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მან “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტი წარადგინა.
ვანო კიღურაძის განმარტებით, საპატიო აკადემიკოსის დიპლომის გამოწერა ისე მოხდა, რომ არავითარი არჩევნები არ ჩატარებულა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კარგად არის ცნობილი მოქმედი კანონის მუხლი, რომლის თანახმად, საქართველო მეცნიერებათა აკადემიას შეუძლია საპატიო წევრად მხოლოდ საქართველოს მოქალაქე აირჩიოს.
„შეიძლება აკადემიამ უცხოელი აირჩიოს? კანონის მიხედვით არ შეიძლება – არც აურჩევიათ, მხოლოდ ყალბი დიპლომი გადასცეს კაცს. მოიყვანეთ, რომელიც გნებავთ, ის იურისტი და ერთად გავარჩიოთ ეს – რატომ დუმხართ, დალოცვილებო! ეს ხომ შერცხვენაა? აი, რა არის აკადემიის ნგრევა! მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აშორდიას კანტორა არ არის, ვისაც რა უნდა, ისეთი დიპლომები გასცეს“, – მიმართა კიღურაძემ. მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს საკომიტეტო მოსმენისას.
ვანო კიღურაძის თქმით, ვინც ამას აკეთებს, ან არაადეკვატურია, ან სისხლის სამართლის დამნაშავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები