თამაზ მეჭიაური: უკვე დაანონსებული არჩევნები შესაძლოა, „თბილისურ მაედნად“ გამოიყენონ
უკვე დაანონსებული არჩევნები შესაძლოა, გამოყენებული იქნას „თბილისურ მაედნად“, რისი მცდელობაც ცალსახად ჩანს, – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა კორცხელის ინციდენტის შეფასების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ პარტიას აღნიშნულის მცდელობა აქვს. “ე.წ დაზარალებულები საკმაოდ ხშირად ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სადამსჯელო ოპერაციაში, ამიტომ ვისაც ზომაზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული სხვის დაპატიმრებებში, დარბევებში აჯობებს, დაცვით იაროს, რადგან ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა იმ დოზით, რა დოზითაც მოსახლეობას შეჰპირდა. ხელისუფლებამ დროულად უნდა აღკვეთის ამგვარი ქმედებები, რადგან ყოველივე ეს გამოყენებული იქნება მათ წინააღმდეგ. უკვე დაანონსებული არჩევნები შესაძლოა, გამოყენებული იქნეს „თბილისურ მაედნად“, რისი მცდელობაც, ცალსახად ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ პარტიას აქვს“, – განაცხადა მეჭიაურმა.