იან კელი: საქართველოს შეიარაღებული იმდენად განვითარდა განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის

„მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბარში და საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
აღნიშნულის მაგალითად იან კელიმ დაასახელა სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც დღეს საზეიმოდ დაიხურა.
”ამ დილით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წვრთნებმა, რომელიც ჩატარდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად გაუმჯობესდა ამ ორი ქვეყნის მოსამსახურეთა თავსებადობა. ეს არის ნამდვილი მახასიათებელი იმისა, თუ რამდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა იან კელიმ.
„ღირსეული პარტნიორის“ დასკვნით საჩვენებელ სწავლებას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, აშშ-ს არნიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა – მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები