დეიმონ უილსონი: რუსეთი ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს, რათა თავის პოლიტიკურ ამოცანებს მიაღწიოს

რუსეთი ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს, რათა მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ამოცანებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე- პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც უილსონმა აღნიშნა, ატლანტიკურ საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს მიზნებს და მიაღწიოს იმ მიზანს, რომ გახდეს ნატოს წევრი და ეს იქნება საქართველოს მდგრადი მონაწილეობით.
„საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე გახდა მტკიცე დასაყრდენი ნატოსთვის. შევახსენებთ ყველას, რამდენი შესწირა საქართველომ სამშვიდობო მისიებს და ამისთვის მადლობელი უნდა ვიყოთ. ნამდვილად ყველას ძალიან დიდი მადლობა. მსოფლიო წყობა და უსაფრთხოება არის კითხვის ნიშნის ქვეშ, არის პრობლემური საკითხები და ეს, ძირითადად, ხდება ევროპის აღმოსავლეთში. თქვენ ამ პრობლემების ჩრდილოეთში იმყოფებით“, – განაცხადა დეიმონ უილსონმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი თავად დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე და ეს ყველაფერი, ცვლილებები გამოწვეულია იმით, რაც მოხდა მოსკოვში.
„პოლიტიკური რელიეფური ცვლილებები გამოწვეულია იმით, რაც მოხდა მოსკოვში, იმით, რაც ვნახეთ 2008 წელს საქართველოში და 2015 წელს უკრაინაში. როცა ვსახავთ გრძელვადიან ამოცანას, სტრატეგია გამყარებულია რეგიონში მშვიდობის მიღწევით, მაგრამ რუსეთი ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს, რათა მიაღწიოს თავის ამოცანებს. ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ პასუხები, ჩვენი ამოცანაა დავსახოთ გრძელვადიანი სამშვიდობო სტრატეგია“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე- პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები