ალექსანდრ გრუშკო: საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე

საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ამის შესახებ ნატოში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ გრუშკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ნატოში გონივრულად იმოქმედებენ, რადგან საქართველოს ნატოში მიღება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ეს არის კოლოსალური რისკი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატოს უფრო მეტ შეხვედრაში იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები