ტარიელ ხეჩიკაშვილი: პერიოდი, როდესაც სპორტსმენებით მანიპულირებდნენ, უნდა დასრულდეს

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში თუ დადასტურდა სპორტსმენების მონაწილეობა, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება.
როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც კორცხელში მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტია და რომელი პროფესიის ადამიანმაც არ უნდა მიიღოს მსგავს ფაქტში მონაწილეობა, მიუღებელია.
„მით უმეტეს, მიუღებელია სპორტული საზოგადოებისთვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს მოქმედმა მწვრთნელმა თუ სპორტსმენმა. დაველოდოთ მოკვლევას, თუ დადასტურდა მსგავსი ფაქტები, რაც მიუღებელია ჩვენთვის, შესაბამისი ფედერაციები მიიღებენ ადეკვატურ და სამართლიანი გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით. ის პერიოდი, როდესაც სპორტსმენებით მანიპულირებდნენ, უნდა დასრულდეს და წარსულს ჩაბარდეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს. რაც ყველაზე მთავარია, სპორტსმენები უნდა იყვნენ ორიენტირებულნი იმაზე, რომ ქვეყანას პატიოსნად ემსახურონ და გამარჯვებებით გაახარონ საზოგადოება“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები