ირაკლი სესიაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ე.წ. კაბელების საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ე.წ. კაბელების საქმის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ის პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივს სცემს ”კაბელების საქმეზე” დაკავებული ადამიანების უფლებას, რომ ზემდგომ ინსტანციებში ეძებონ სამართალი.
„პროცესის დასრულებამდე ჩემი პოზიციის დაფიქსირება, ან შეფასების გაკეთება სასამართლო პროცესში ჩარევად მიმაჩნია. მეტიც, მოვუწოდებ კოლეგებს ამ თემით პოლიტიზებას მოვერიდოთ, რადგან პროცესზე უარყოფითად აისახება. ხოლო ეს პროცესი აისახება 5 ადამიანის ბედზე, გავუფრთხილდეთ ამ 5 ადამიანს და იმას, რომ სამართალი დადგინდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები