„პირველად ხდება, მგონი, საქართველოში, რომ უკვე მიღებული კანონი გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში“

პირველად ხდება, მგონი, საქართველოში, რომ უკვე მიღებული კანონი გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, კანონპროექტი უფრო დეტალურად უნდა ყოფილიყო განხილული დაინტერესებულ პირებთან, ექსპერტებთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან.
”ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მოსაზრება, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლო, კანონპროექტი უნდა ყოფილიყო უფრო დეტალურად განხილული დაინტერესებულ პირებთან, ექსპერტებთან, მათ შორის ვენეციის კომისიასთან.
მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა ევროპის საბჭოს მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტარებთან, კანონპროექტი საწყის ეტაპზე არ გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში. ეს პირველად ხდება, მგონი, საქართველოში, რომ უკვე მიღებული კანონი გადაგზავნეს ვენეციის კომისიაში. მიღების დროსაც საინტერესოა, მაგრამ უფრო მიღების პროცესშია საინტერესო მათი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტის შინაარსზე ვერ ისაუბრებს, რადგან ის შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები