გიორგი მღებრიშვილი: ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გმობს და ემიჯნება ყველანაირ ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, – ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს კორცხელის ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი, რადგან არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს.
“არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები. მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ აქტიურად გამოძიებასთან, რათა დროულად მოხდეს სამართლებრივი შეფასება. უახლოეს დღეებში, თუ არა საათებში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრის თქმით, გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება სხვა მუხლით წარიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები