“ჰუმანიტარულ სამიტზე მოგვეცა შესაძლებლობა, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ მსოფლიო ლიდერებთან გვესაუბრა”

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მუშაობაში მონაწილეობა შეაჯამა და სტამბოლში გამართულ სამიტს, გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრობლემატიკის წარმოსაჩენად, უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.
„საქართველოს ჰყავს დევნილებისა და ლტოლვილების ძალიან დიდი რაოდენობა და მსოფლიო ლიდერებთან სწორედ ამ პრობლემატიკაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა.
ბუნებრივია, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მსოფლიო ლიდერებისათვის ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ჩვენი პოზიცია გაგვეზიარებინა.
სამიტის ფარგლებში ჩვენ სწორედ გაეროს ტრიბუნიდან განვიხილეთ საქართველოსთვის მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, არაღიარების პოლიტიკა, დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების თემატიკა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრა და შეხვედრაზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხების შესაძლებლობის განხილვა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სტამბოლში, პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა 23-24 მაისს ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის მეთაურთან და სიტყვით გამოვიდა ფორუმის ლიდერთა სეგმენტზე, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში და პლენარულ სესიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები