პრემიერ-მინისტრი: ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს

ნატო -საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო წვრთნებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
.„ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს, ეს დაადასტურა ნატო-საქართველოს პაკეტმა, რომელიც წევრი-სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების აქტივობას გულისხმობს.
“ღირსეული პარტნიორი” ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე მყარად მწამს, რომ ძალა ერთობაშია და დიდი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და ნატოს სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი.
საქართველო ამაყობს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო სტრატეგიულ პარტნიორს ნატო-ს გვერდით დგომის შესაძლებლობა ეძლევა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება მოხდება.
„რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ სტაბილურობის განმტკიცების კუთხით შეიძლება ითამაშოს, ჩვენ ველით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს. ვარშავის სამიტი წევრი-ქვეყნების, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების ზრდაზე იქნება კონცენტრირებული. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია და ვიმედოვნებთ, რომ ამის აღიარება და გათვალისწინება მოხდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და ინკლუზიური მიდგომით დაიძლევა. ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები